Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, თსუ–ს რექტორის  2012 წლის 8 მაისის „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“  N60/01–01  ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    განისაზღვრის 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მარიამ ბაკურიძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
გ) სოფიო პაპიაშვილი – კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) ნინო კვირიკაშვილი – კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
2.    2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისების მსურველმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინოს პირადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (I კორპუსი, II სართული, ოთახი N208) მიმდინარე წლის 10 მაისიდან – 16 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
3.    დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
4.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                                       დარეჯან თვალთვაძე